"უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად" - პრეზიდენტი "ოცნებას" აფრთხილებს

07.04.23 20:15
"უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად" - პრეზიდენტი "ოცნებას" აფრთხილებს

"ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი", - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის მთავარი ადრესატი დღეს ხელისუფლება იყო.  პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ  საქართველოს მოხვედრა  სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში ევროკავშირისთვისაც ნეგატიური სიგნალი იყოს, ამიტომ ზურაბიშვილი მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

სანქცირებული მოსამართლეების საქმეების  გამოძიება და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვა - ეს არის პრეზიდენტის მოთხოვნა, თუმცა ხელისუფლება თვითდამშვიდების რეჟიმშია გადასული.

კელი დეგნანთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ტერმინების განმარტებებში ჩაიკარგა. "ის რაც მოსამართლეებს დაუწესდათ სავიზო შეზღუდვებია და არა სანქციები" - ასე ცდილობდა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის უმძიმესი ვერდიქტის შემსუბუქებას შალვა პაპუაშვილი.

დაარღვია თუ  არა დუმილი ქვეყნის პრემიერმა მას შემდეგ რაც მოსამართლეები დასანქცირდნენ ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.