"რას ითხოვთ, გაუგებარიაო"- გუბაზ სანიკიძის სარჩელი ღარიბაშილის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

08.04.23 10:51
"რას ითხოვთ, გაუგებარიაო"- გუბაზ სანიკიძის სარჩელი ღარიბაშილის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

გუბაზ სანიკიძის სარჩელი ირაკლი ღარიბაშილის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმაა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

პოლიტკოსს, სასამართლოდან შეუთვალეს, რომ მას პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. 

სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე. 3 მილიონმა კაცმა უყურა იმას ეთერში, როგორ ცილი დამწამა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ე.წ. პრემიერმა და  გვითხრეს, არასაკმარისი მტკიცებულება არისო. თან სამი სდ დისკი დავურთეთ ამას ფაქტოლოგიად და პასუხში წერია, რომ ფაქტოლოგია არ არის საკმარისიო. მოსამართლე არის ვინმე არჩილ კოჭლამაზიშვილი. ანუ დასაბუთება არ არისო და კიდევ წერია, რომ რას ვითხოვ გაუგებარია. ვითხოვ, რომ მან (პრემიერმა) ოფიციალურად და აღიად უარყოს თავისი ნათქვამი და მოიხადოს ბოდიში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს კონვენციური უფლება ჩამომართვეს, რომ სასამართლო გამოვიყენო, უბრალო მოქალაქეს რას უზამენ". - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საქმე ეხება, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებას, რომელიც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში გაააკეთა.  პრემიერმა თქვა, რომ თითქოს სანიკიძესს ასი ათასი დოლარი აქვს აღებული "ნაციონალური მოძრაობისგან". დეპუტატიი პრემიერს ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირებისთვის უჩიოდა.