სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს

08.04.23 11:12
სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს

სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს,  რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს.

განმარტებები ამ თემაზე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა გააკეთა. რუსტამ ლატიპოვი ამტკიცებს, რომ შეზღუდვების დაწესება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

უკვე მეორე დღეა, ენგურის ხიდის დაკეტვის გამო, მოქალაქებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტორლირებად ტეროტორიაზე გადმოსვლა ეზღუდებათ. ოკუპანტებმა ჩაკეტეს წალენჯიხაში ფახულიანის გადასასველელიც.