მოსამართლეების დასანქცირება - წულუკიანი კითხვებს არ პასუხობს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე დასმულ კითხვას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი არ პასუხობს.
"ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმა წულუკიანს ამის შესახებ ჰკითხა, თუმცა მინისტრმა დუმილი ამჯობინა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.