"სიცრუეზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, მათი კორუმპირებულობის არ მჯერა" - ხაბარელი

08.04.23 11:53
"სიცრუეზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, მათი კორუმპირებულობის არ მჯერა" - ხაბარელი

"ქართული ოცნების" წევრს, შოთა ხაბარელს მოსამართლეების კორუმპირებულობის არ სჯერა.

ხაბარელი შტატებისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს და ამბობს, რომ სიცრუეზე დაყრდნობით მოხდა მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება.

პირდაპირ და უაპელაციოდ დააბრალო ადამიანს, კორუმპირებული ხარო, ეს არსად არ მოსულა. მაშინ, თუ კორუმპირებულები არიან, გამოაქვეყნონ, რაში ედებათ ბრალი. მე უარვყოფ მათ კორუმპირებულობას. ეს კლანი არის მოგონილი. იცით, რატომ დასანქცირდნენ, ის წყარო, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, იგივე სხვა ქვეყნებში მიდის, ის წყარო არის სიცრუეზე დაყრდნობილი". - ამბობს ხაბარელი.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.