რისი ეშინია ივანიშვილს ყველაზე მეტად და იყო თუ არა გარიგებული მერაბიშვილთან - ოლიგარქის კარის დიდი თამაშები, დღეს, "შაბათის ეთერში" (ანონსი)
იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი გარიგებული ვანო მერაბიშვილთან? - ოლიგარქის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, რასაც შუშის სასახლეში ისმენდა და ხედავდა, წიგნად გამოსცა.
"ქართული ოცნება" მემუარებში" - ნახეთ, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში".
როგორ იმორჩილებდა ბიძინა ივანიშვილი ხალხს - უთქმელი ამბები გია ხუხაშვილმა ნატა ქაჯაიასთან გათქვა.
"საერთოდ, ბიძინასთვის კომპრომანტით მართვა ადამიანების, ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტად იქცა" - ამბობს გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილი, ინტერვიუში, რომელსაც დღეს საღამოს, "ტვ პირველის" მაყურებელი ვრცლად იხილავს, ასევე საუბრობს ივანიშვილის შიშებზე და ამბობს, რომ ოლიგარქს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია.
ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილისთვის პრობლემა პირადად მიხეილ სააკაშვილი იყო.
"მისი პრობლემა იყო პირადად მიშა, თორემ სისტემა ძალიანაც მოსწონდა" - ამბობს ხუხაშვილი.
"ოლიგარქის კარის დიდი თამაშები" - ნახეთ, დღეს საღმოს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში".