"საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ისინი თბილისში დაგეგმილმა აქციებმა შეაშინა" - ენგურის ხიდი ჩაკეტილია
ენგურის ხიდის ჩაკეტვას თბილისში პროვოკაციულ ქმედებად აფასებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ამბობს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები საოკუპაციო რეჟიმთან არ მიმდინარეობს და აცხადებს მასაც, რომ საოკუპაციო რეჟიმი თბილისში დაგეგმილმა აქციებმა შეაშინა.
მე არ ვფლობდი ინფორმაციას, რომ რაიმე მოლაპარაკება წარმოებდეს აფხაზურ მხარესთან. ეს დაკავშირებული უნდა იყოს ჩემი აზრით 9 აპრილთან. იქითა მხარეს არის ძალიან დიდი მზადება, რასთან დაკავშირებით, არ ვიცით. ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ე.წ. მეორე ფრონტის თემას. ფრთხილობენ, ეშინიათ". - ამბობს ჯემალ გამახარია.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას" დაანონსებული საპროტესტო აქციის ძალიან ეშინიათ.
ფაქტია, რომ ისე, როგორც რუსულ ოცნებას ეშინია 9 აპრილის მასშტაბური აქციის, ზუსტად ისევე ეშინიათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ იციან, რომ 9 აპრილს გამოდიან ის ადამიანები, ვისაც უნდა საქართველოს ევროპული მომავალი, რაც ნიშნავს კრემლის რეჟიმის დამთავრებას ამ ქვეყანაში, რითაც სულდგმულობენ ეს საოკუპაციო რეჟიმები". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
რუსულ მედიასთან საუბარშიიი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ენგურზე დაწესებული შეზღუდვების მიზანი მოსახლოების უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა აქამდე, აღდგომიის დღეებში გადაადგილებაზე აკრძალვა არავის დაუწესებია.