ევროპული მომავლის მხარდასაჭერად - ზურაბიშვილი ხვალ ქალებს უმასპინძლებს

08.04.23 13:42
ევროპული მომავლის მხარდასაჭერად - ზურაბიშვილი ხვალ ქალებს უმასპინძლებს

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის თარიღთან დაკაშირებით, ხვალ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. მიღება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ შეხვედრა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის იდეით იმართება. 

"პირველების ინფორმაციით", მოსაწვევები უკვე მიიღეს პარლამენტის ქალმა დეპუტატებმა, როგორც ოპოზიციიდან ასევე უმრავლესობიდან.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ეს შეხვედრა სრულად აპოლიტიკურია.

ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას'".- წერია პრეზიდენტის ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.