სპეკულაციაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ენგურის ჩაკეტვა, აქციაზე მოსვლა-არმოსვლას უკავშრდება - სარჯველაძე

08.04.23 14:18
სპეკულაციაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ენგურის ჩაკეტვა, აქციაზე მოსვლა-არმოსვლას უკავშრდება - სარჯველაძე

ენგურის ხიდის ჩაკეტვა - "ნაციონალური მოძრაობის" სპეკულაციას უწოდებს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომ შეზღუდვები, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დააწესა, მათ აქციას უკავშირდება. 

დაიღალა საზოგადოებაც სპეკულაციებით. მათ შორის, წინა დღეებიც ვრცელდებოდა, რომ რიკოთზე მომხდარი მეწყერიც ხელისუფლებამ მოახდინა იმიტომ, რომ ადამიანები არ ჩამოსულიყვნენ დასავლეთ საქართველოდანო. აგერ დღეს გახსნილია რიკოთი. დაახლოებით იგივე ოპერიდან არის ასეთი განცხადებები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის ტერიტორიაზე უფლებების ხელყოფას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და ამას ხსნიან აქციაზე მოსვლა-არმოსვლის მიზეზით". - ამბობს სარჯველაძე. 

ენგურის ხიდი გუშინ ჩაიკეტა. რუსულ მედიასთან საუბარშიიი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ენგურზე დაწესებული შეზღუდვების მიზანი მოსახლოების უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა აქამდე, აღდგომიის დღეებში გადაადგილებაზე აკრძალვა არავის დაუწესებია.