ლაზარე გრიგორიადისს სააპელაციომ უარი უთხრა - სასამართლომ, 21 წლის მომიტიგნის საქმე წარმოებაში არ მიიღო
ლაზარე გრიგორიადისის საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მეორე ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა განეხილა 21 წლის მომიტინგის საქმე და გადაესინჯა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
"გუშინ, გვიან შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. განჩინება გამოგზავნილია, ჯერ ჩვენამდე მოსული არის, გვეცნობით და შემდეგ გიპასუხებთ, რა საფუძვლებით დატოვა ძალაში პატიმრობა. ამ ეტაპზე, დაცვის მხარე ფიქრობ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი". - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
შვილების თაობის პირველი მსხვერპლი ჯერჯერობით ციხეში რჩება, თუმცა დაწყებულია კიდევ ერთი გამოძიება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არკვევს, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილება სპეცილური პენიტენციური სამსახურის თანამშორმლებმა, როცა 21 წლის მომიტინგეს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს 8 საათზე, პარლამენტის წინ 21 წლის ლაზარეს მხადასაჭერი აქცია გაიმართება.