იმედია, ზურაბიშვილის ინიციატივები ამჯერად მაინც მოვა მოქმედებაში - ჩარკვიანი პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრება
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პრეზიდენტტან შეხვედრაზე მიდიან.
პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მიწვევა ზურაბიშვილისგან მანაც მიიღო და ხვალ 12 საათზე პრეზიდენტთან შეხვედრაზე აუცილებლად მივა.
ჩარკვიანი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივება ამჯერად მაინც მოვა მოქმედებაში.
ხვალ, 12 საათზე მეც ვარ მიწვეული. ვისურვებდი, რომ მისი ყველა კარგი ინიციატივები, ბოლო დროს ლამაზად გაჟღერებული, ხაზს ვუსვამ, მოქმედებაში მოვიდეს. ბოლო დროს, არაფერი მოქმედებაში არ მოსულა. ეს თუ ისევ უმოქმედობაში არ გადაიზარდა, ძალიან კარგი იქნება. მივალ კვლავ მოსასამენად. ვნახოთ, ამჯერად თუ მოვიდა მოქმედებაში, გაგვიხარდება". - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის თარიღთან დაკაშირებით, ხვალ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. მიღება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ შეხვედრა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის იდეით იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ეს შეხვედრა სრულად აპოლიტიკურია.