"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარედ გიორგი ვაშაძე აირჩიეს

08.04.23 16:12
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარედ გიორგი ვაშაძე აირჩიეს

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარედ გიორგი ვაშაძე აირჩიეს - პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა ცოტახნის წინ დასრულდა.

თავმჯდომარესთან ერთად დღევანდელ შეკრებაზე განახლებული პოლიტიკური საბჭო და წესდება დაამტკიცეს.

"მთავარი არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნების" სახით, ყვეკაფერს აკეთებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი",- თქვა ვაშაძემ. 

პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ორი ახალი წევრი - მანანა ჯებაშვილი და გიორგი თევდორაძე შეუერთდნენ

დღევანდელ ყრილობას სხვადასხვა ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდენ