თუ "ოცნება“ სასამართლოს მხრიდან საფრთხეს აცნობიერებს, მის ინტერესებში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა - ჯაფარიძე

08.04.23 16:36
თუ "ოცნება“ სასამართლოს მხრიდან საფრთხეს აცნობიერებს, მის ინტერესებში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა - ჯაფარიძე

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მხარს უჭერს მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, შეერთებული შტატების მიერ ოთხი პირის დასანქცირება არის მხარდაჭერის ნაბიჯი საქართველოს მიმართ და ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლომ დაიწყოს განთავისუფლება იმ მარწუხებისგან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ მართულმა კლანმა მოაქცია.

„ქართულო ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუკი ისინი მართლაც აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც ასეთი სასამართლო ჩვენს სახელმწიფოს უქმნის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლება, ვის დაასანქცირებს, ვის აუკრძალავს შეერთებულ შტატებში შესვლას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რასაც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ დღეს „ქართული ოცნებისა“ და მისი კლანის მიერ სრულად მართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაბალანსდეს და იქ გაჩნდეს 5 დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის არამოსამართლე წევრი, რომელიც ხელს შეუშლის კლანის გადაწყვეტილების განხორციელებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.