უკრაინელი ხალხის ტანჯვის გამო, მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ - ზელენსკი

08.04.23 16:40
 უკრაინელი ხალხის ტანჯვის გამო, მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩერნიგოვის ოლქში რუსული აგრესიის შედეგების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დატოვებს.

„ჩერნიჰივის ოლქი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსი დამპყრობლების აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა. საჰაერო დაბომბვა, სამოქალაქო შენობების საარტილერიო დაბომბვა, წამება და შიში დიდხანს დარჩება ნაიარევად ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში. ჩვენს მიწაზე ოკუპანტის არანაირ კვალს არ დავტოვებთ და ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ“,- წერს ზელენსკი.