დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული TACC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობას ეყრდნობა.
ანგარიშში წერია, რომ წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
„აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბური წვრთნები დაიწყო სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებისა და ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებით... წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის დონის ამაღლებაა. შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად“, - ნათქვამია ანგარიშში.