"ცეცხლწაკიდებული ბოთლი ისროლა" - ლაზარე გრიგორიადისი მორიგი იერიშის ობიექტი მდინარაძის მხრიდან გახდა

08.04.23 17:16
"ცეცხლწაკიდებული ბოთლი ისროლა" - ლაზარე გრიგორიადისი მორიგი იერიშის ობიექტი მდინარაძის მხრიდან გახდა

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი საქმის განხილვაზე უარი თქვა, დაპატიმრებული ახალგაზრდა მორიგი იერიშის ობიექტი "ქართული ოცნების" მხრიდან გახდა. საქართველოს ხელისუფლება ისევ შვილების თაობის წარმომადგენლის გაშავების კამპანიით არის დაკავებული.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლაზარე მიზანმიმართულად ცდილობდა აქციაზე ფიზიკური პრობლემა შეექმნა პოლიციელისთვის.

ხაზებად იყვნენ ადამიანები, რომლებიც სტრატეგიულად იბრძოდნენ მოლოტოვის კოქტეილებით, ყავდათ თავიანთი ხელმძღვანელები და ესენი მიზანმიმართულად ცდილობდნენ ფიზიკური პრობლემის შექმნას. 

მათ შორის ადამიანია დაკავებული, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში, ადამიანი ისვრის ცეცხლწაკიდებულ ბოთლს". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ლაზარე გრიგორიადისის საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მეორე ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა განეხილა 21 წლის მომიტინგის საქმე და გადაესინჯა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.