თუ არ იქნება მტკიცებულება, ეს გადაწყვეტილება შეფასდება უსამართლოდ - მდინარაძე მოსამართლეების სანქცირებაზე

08.04.23 17:40
თუ არ იქნება მტკიცებულება, ეს გადაწყვეტილება შეფასდება უსამართლოდ - მდინარაძე მოსამართლეების სანქცირებაზე

"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ წარადგენს მტკიცებულებებს, რისის მიხედვითაც მოხდა 4 მოსამართლის დასანქცირება, მაშინ ეს გადაწყვფეტილება შეფასდება უსამართლოდ.

სამწუხაროა, რომ მტკიცებულებების გარეშე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აწესებს სანქციებს. თუ არ იქნება მტკიცებულება არცერთი, როგორც დღეს არის, და ეს მოცემულობა გვექნება ჩვენ განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელია.

ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია მომავალში მაინც მოხდეს". - ამბობს მდინარაძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.