წარადგინეთ მტკიებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად აღიქმება - კალაძე აშშ-ს

08.04.23 17:46
წარადგინეთ მტკიებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად აღიქმება - კალაძე აშშ-ს

თბილისის მერი კახა კალაძე, თანაგუნდელების მსგავსად აშშ-დან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კალაძე ამბობს, რომ სახ.დეპის გადაწყვეტილება დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად აღიქმება.

განცხადება თბილისის მერმა ცოტა ხანის წინ "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

საჭიროა მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. იმედი მაქვს, რომ დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება საქართველს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად". - ამბობს კალაძე. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.