რეპრესიები პრემიერის მამის სახელით - მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს თავისუფლების შესახებ ფილმი უჩვენა, სამსახურდან გააგდეს

08.04.23 21:00
რეპრესიები პრემიერის მამის სახელით - მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს თავისუფლების შესახებ ფილმი უჩვენა, სამსახურდან გააგდეს

რეპრესიები პრემიერის მამის სახელით - დედოფლისწყაროელი მასწავლებელი, ლელა ბიღიაშვილი, რომლმაც მოსწავლეებს თავისუფლებაზე, ჩაგვრის და მონობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაღებული ფილმი - "უდაბნოს ყვავილი" უჩვენა, სამსახურიდან გაუშვეს. 

ფილმი, რომელიც რეპრესიების მოტივად აქციეს, ვარის დირის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ოსკაროსანი რეჟისორი, სომალელი გოგონას ისტორიაზე გვიამბობს, გვაჩვენებს როგორ შეიძლება იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის.

"შაბათის ეთერს" ინფორმაციით, ჩინოვნიკებმა ეს ამბავი, ტარიელ ღარიბაშვილამდე მიიტანეს. პრემიერის მამამ,რომელიც დედოფლისწყაროს არაფორმალური მმართველია, ბიღიაშვილის პირად ხელმძღვანელს ქალის თანამდებობიდან გაშვება დაავალა.

"უდაბნოს ყვავილის" ჩვენების გამო, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამბავმა ღარიბაშივლის მშობლიური მხარე მოიარა, ვინ გასცა ბრძანება ეს დედოფლისწყაროში ყველამ იცის, თუმცა საჯარო მოხელის დასჯა ისე ეჩქარებოდათ, რომ მერმა ისიც კი არ იცის, რა ჩაწერეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად.

ყველა დეტალი ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟიდან