სკანდალი: ლევან მურუსიძე აშშ-ის სალეჩოსთან კომუნიკაციას იწერდა?! - რას ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი

08.04.23 21:11
სკანდალი: ლევან მურუსიძე აშშ-ის სალეჩოსთან კომუნიკაციას იწერდა?! - რას ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი "შაბათის ეთერთან" მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს - მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ლევან მურუსიძეს "აშშ-ის სალეჩოს მხრიდან ზეწოლის" დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს. 

კლანის წევრი არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში უსმენდნენ. 

გვრიტიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოიშველია, როდესაც პირს შეუძლია, მეორე ადამიანი ჩაწეროს, როდესაც ადგილი აქვს ზეწოლას.

ზოგადად თქვა, რომ ასეთი ფაქტების (ზეწოლის) დამადასტურებელი ფაქტები აქვს. კანონს აგიხსნით, შესაძლებელია, ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების განხორციელების წესით ეს მტკიცებულებები მოიპოვო. თუ ასეთი მტკიცებულება არსებობს, დარწმუნებული ვარ რომ ლევანს (მურუსიძეს) ეს კანონიერად აქვს მოპოვებული. 

თუ მურუსიძის წინააღმდეგ ხორციელდება რაიმე ისეთი ქმედება, რაც კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია, უზენაესი სასამართლოს სტანდარტიც მახსოვს ამასთან დაკავშირებით: თუ პირს თავდაცვის სხვა საშუალება არ გააჩნია და იძულებულია, თავდაცვა ამ ფორმით განახორციელოს, სხვანაირად შენს ულფელებს, ღირსებას ვერ დაიცავ და ამ პირობებშია გაკეთებული (ჩანაწერი) ვარაუდის დონეზე... 

როცა ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მტკიცებულებები აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კანონიერი წყაროდან ექნება მოპოვებული"- აცხადებს გვრიტიშვილი. 

აშშ-ის საელჩოს მხრიდან "სასამართლო სისტემაში ჩარევის" შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ორი დღის წინ განაცხადა.

მაქვს მტკიცებულებები, რომ კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან – საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ამას ნახავს და დარწმუნდება"- თქვა მურუსიძემ.