როგორ აღმოჩნდა მილიონიანი სამშენებლო ბიზნესი გომელაურის ძმაკაცის ხელში? - ჟურნალისტური გამოძიება

08.04.23 21:52
როგორ აღმოჩნდა მილიონიანი სამშენებლო ბიზნესი გომელაურის ძმაკაცის ხელში? - ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა სამშენებლო ბიზნესი საქართველოს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ გომალაურის ახლო გარემოცვის ხელში? - "მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ დავით ველიჯანაშვილმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა, სამსახურის დატოვების შემდეგ კომპანია "ბაუმაუსტერში" სამშენებლო ბიზნესის წილი, 1 280 000 დოლარად იყიდა. ველიჯანაშვილი მანამდე საჯარო მოხელე იყო და დედაქალაქში საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. 

საიდან სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ამდენი ფული? - ოპოზიციაში აქვთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა წილი მის უახლოეს მეგობარზე, ნათელ-მირონზე ფიქტიურად გადააფორმა და მილიონიანი ბიზნესის რეალური მფლობელი სწორედ ვახტანგ გომალაურია. 

მშენებლობას მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილების საერთო საცხოვრებელია. 

ღარიბი ხალხის  გვერდით,  ახალ სამშენებლო უბანს კომპანია ბაუმასტერი აშენებს. შენობა დევნილებს კორპუსის შესასვლეი ისე მიადგეს, რომ ხალხს სახლში შესასვლელც კი აღარ უტოვებენ. 

კითხვებს აჩენს "ბაუმაუსტერისთვის" მიცემული სამშენებლო ნებართვაც, კომპანიამ ეს ნებართვა, მას შემდეგ უპრობლემოდ მიიღო, რაც კომპანიების მეწილეებს შორის დავით ველჯანაშვილი გაჩნდა.