ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლამდე - მემუარებად ქცეული "ქართული ოცნება"
მემუარებად ქცეული "ქართული ოცნება" - როგორ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში? ოლიგარქის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, შუშის სასახლეში მოსმენილი ამბები, წიგნად გამოსცა.
პოლიტოლოგი საჯაროდ ყვება იმ სპეცოპერაციების შესახებ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ატარებდა.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟიდან გაიგეთ, როგორ დაამსხვრია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა მითი, რომ ის პუტინის წარმომადგენელი იყო საქართველოში. ან როგორ გააჩინა მითი, რომ შშ მაშინდელი მინისტრი, ვანო მერავიშვილი მასთან გარიგებაში იყო.
რა ხდებოდა ივანიშვილის კარზე - ნახეთ, გია ხუხაშვილის უთქმელი ამბები ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში