ყურადღების ცენტრში დღეს რუსთაველის გამზირი იქნება - 17:00 საათზე ენმ მასშტაბურ აქციას გამართავს

09.04.23 10:32
ყურადღების ცენტრში დღეს რუსთაველის გამზირი იქნება - 17:00 საათზე ენმ მასშტაბურ აქციას გამართავს

ყურადღების ცენტრში დღეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. ზუსტად 17:00 საათზე ქვეყნის მთავარ გამზირზე  მასშტაბური საპროტესტო აქციაა  დაანონსებული. "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს დედაქალაქში  კრიბავს. ლევან ხაბეიშვილი თანამოაზრეებს დაელოდება რეგიონებიდანაც. რამდნენიმე საათში საქართველოს სხვადასვხა კუთხიდან თბილისისკენ ავტოკოლენები დაიძვრება.

2023 წლის 9 აპრილს ხალხის მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გამზირიდან  ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იქნება.

ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საინფორმაციო ფალერებს არიგებენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაოგანიზებულ აქციაზე არ იქნებიან "ლელო - საქართველოსთვის", "ევროპული საქართველო" და პარტია "საქართველოსთვის".

ჩვენთვის ეს დღე არის, პირველ რიგში, დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს, მათ სულებს და ამავდროულად, აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 34 წლისთავი. ყველა პარტიას შეუძლია გამოაცხადოს აქცია. ჩენ ამ აქციას არ ვესწრებით,  - ამბობს „ლელო“ გენერალური მდივანი ბადირ ჯაფარიძე.