დღევანდელი აქცია პარტიულია, ამიტომ არ ვუერთდებით - მიხეილ დაუშვილი

09.04.23 11:14
დღევანდელი აქცია პარტიულია, ამიტომ არ ვუერთდებით - მიხეილ დაუშვილი

პატია "საქართველოსთვის" რუსთაველის გამზირზე დღეს ენმ-სმიერ დაორგანიზებულ აქციას არ უერთდება. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აქცია სწორედაც პარტიულია და თუკი ვინმეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება სურს, ამაზე პარლამენტში უნდა იმუშაოს. 

ჩვენ, ცალსახად, ამ აქციას არ ვუერთდებით მარტივი მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს აქცია არის არა ზეპარტიული, არამედ ზუსტადაც პარტიული ინტერესებიდან ნაკარნახევი, ამიტომ ჩვენ არ ვესწრებით ამ აქციას. 12 რეკომენდაციის შესრულება ვისაც სურს და აინტერესებს, უნდა მობრძანდეს პარლამენტში და ხან ბოიკოტის და ხან სამუშაო რეჟმში კი არ უნდა იყვნენ, რეალურად, უნდა მუშაობდეს 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

ყურადღების ცენტრში დღეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. ზუსტად 17:00 საათზე ქვეყნის მთავარ გამზირზე  მასშტაბური საპროტესტო აქციაა  დაანონსებული. "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს დედაქალაქში  კრიბავს. ლევან ხაბეიშვილი თანამოაზრეებს დაელოდება რეგიონებიდანაც. რამდნენიმე საათში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თბილისისკენ ავტოკოლენები დაიძვრება.