სასამართლო კლანის რღვევა ირაკლი კობახიძის ინტერესს ეწინააღმდეგება - ბადრი ჯაფარიძე
"ქართული ოცნების" თავმდჯომარის განცხადება, რომელმაც კელი დეგნანი, ფაქტობრივად მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაში დაადანაშაულა, "ლელოს" ლიდერს ბადირ ჯაფარიძეს არ უკვირს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სანქციების დაწესება აშშ-ს სუვერენული უფლებაა და არ აქვთ იმის ვალდებულება, რომ ირაკლი კობახიძის რაიმე მტკიცებულება წარუდგინონ.
კობახიძეს სხვაგვარი პოზიცია ვერ ექნება. ის არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ცხადია, რომ კლანის რღვევა კობახიძის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, მისთვის ეს იყო ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება და და უნდა ველოდოთ მისგან ასეთ უმსგავსო შეფასებებს. აშშ-ს სუვერენული უფლებაა დაასანქციროს ესა თუ ის პირი და აუკრძალოს მას აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა და არანაირი ვალდებულება არ აქვთ, რომ წარუდგინონ მტკიცებულებები კობახიძეს, რომელსაც უამრავი მტკიცებულება აქვს, რომ სურდეს მას ამ მტკიცებულებების შეგროვება, ძალიან კარგად იცის ის სისტემა შიგნიდან, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი თვითონ არის, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.