აშშ-ს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება - ლევან ხაბეიშვილი

09.04.23 11:52
აშშ-ს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოზრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სანქციები მხოლოდ 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება და ის სხვა პირებზეც გავრხცელდება. ლევან ხაბეიშილის თქმით, დაისჯებიან ისინიც, ვინც კლანის მეშვეობით კონკრეტული საქმეების დალაგებას ცდილობდა. 

ეს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება. ბუნებრივია, ამ ადამიანებს ჰყავდათ დამკვეთები, ამ ადმაიანებს ჰყავდათ ის ხალხი, ვინც ღამე ახორციელებდნენ ზარებს, მათ შორის, ამ ადამიანებთან და ამ ადამიანების მეშვეობით ალაგებდნენ სასამართლოში ანუ კლანის მეშვეობით კონორეტულ საქმეებს. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მატაც მოეთოვებათ პასუხი და ეს სანქციები გაგრძელდება, - ამბობს ხაბეიშვილი.