"ქედს ვიხრი გმირების წინაშე" - ნიკა მელია 9 აპრილის მემორიალთან მივიდა
9 აპრილის მემორიალთა გვიან ღამით ნიკა მელია მივიდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარეეე პარლამენტთან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად გამოჩნდა. გამარჯვებად ქცეულ ტრაგედიაზე სუაბრისას მელიამ ყველა ის ადამიანი გაიხსენა, ვინც 89 წლის 9 აპრილს პარლამენტთან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა.
9 აპრილის გმირებმა განაპირობეს და შესაძლებელი გახადეს, რომ ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის გამარჯვებით დაგვირგვინებულიყო და დაგვირგვინდა კიდეც და ეს ის დღეა, როდესაც ვერაფერი ვერ გაახუნებს და ვერ გადაფარავს საქართველოს ისტორიაში. ქედს ვიხრით საქრთველოს უამრავი მოქალაქე ამ წუთებში მთელი 9 აპრილის განმავლობაში ქართველი გმირების წინაშე, ვინც მოუტანა თავისუფლება ნანატრი შემდეგ თაობებს, - თქვა მელიამ.