ხელისუფლება პანიკაშია... ვერანაირი ბარიერი მათ ვერ დაიცავთ - ნადირაძე კანცელარისთან ბაღის მშენებლობაზე
ხელისუფლება პანიკაშია, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ხმტავრობის გადაწყვეტილებასა, რომელის საქართელოს კანცელარიის წინ ბაღის მშენებლობას ეხება.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტისგან ხელისუფლებას ეს ბარიერი ვერ დაიცავს.
ისინი არიან პანიკაში, ისინი არიან სულ აგონიაში, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ ვერანაირი ბაერიერი ვერ უშველის მათ. არსანიშნავია ისიც, რომ ნებართვა დღემდე არ არის გაცემული. ისიც აღსანიშნავია, რომ აი, ამ მოედნის ქვევით არის უზარმაზარი სპორტული კოპლექსი და შესაბამისად, წარმოუდგენელია, როგორ აპრებენ ისინი ასე დამატებითი კვლევეის, დასკვნების გარეშე იქ რაიმეს მსენებლობას და გაკეთებას, - ამბობს ნადირაძე.
საქართვლოს კანცელარიის წინ აქციების გამართვა მომავალში შეუძლებელი იქნება, პრემიერი იქ დიდ ბაღს აშენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ სამუშაოები დაიწყეს, პროექტი კი მერიის ვებ-გვერდზე გუშინ, 7 აპრილს, 23:00 საათზე აიტვირთა.
მერიას მშენებლობის ნებართვა ამ დრომდე გაცემული არ აქვს.
პროექტის მიხედვით, კანცელარიას ღობავენ. ტენდერში ჩანს რიკინის ღობე, რომელიც ხეებითაა დაფარული.