"ვწუხვარ, რომ ვიღაცეები არ მოუშვეს" - პრეზიდენტის გამართულ შეხვედრაზე "ოცნების" ქალი ლიდერები არ მივიდნენ

09.04.23 13:10
"ვწუხვარ, რომ ვიღაცეები არ მოუშვეს" - პრეზიდენტის  გამართულ შეხვედრაზე "ოცნების" ქალი ლიდერები არ მივიდნენ

პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე "ოცნების" ქალი ლიდერები არ მივიდნენ. ოპერის თეატრის დიდი დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ასობით ქალი მივიდა, რომლებიც პრეზიდენტს სიტყვას ტაშით აწყვეტინებდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წლის თავზე პრეზიდენტი სცენიდან  ისევ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის მნიშვნელობზე საუბრობდა.  "არ გვინდა რუსული ჩექმა და არ გვინდა რუსული ნიჩაბი" - თქვა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ვიღაცეებმა გაავრცელეს, რომ მე აქ თურმე პარტიას ვაშენებდი. დაავწიყდათ, რომ 71 წლის გავხდი.ან რაღაცა მოძრაობას. მოძარაობა თუ იქნება, ეს ქინება თქვენი მოძრაობა. ვწუხავარ, რომ დღეს ვიღაცეები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასრუველი თურმე არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის ასრუველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ ვგლოვობთ 9 აპრილს, სახელმწფიოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი ტარიღი. იმაზედაც ვწუხავარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა. აბა, სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს თუ არა ნელ-ნელა აქედან ფეხით რჩევენდ ა წასვლით ირჩევენ ევროპას და მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთამენტში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძლვილის დაძლევა, თორემ რაღაა ვნების კვირა და აღდგომა, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სცენაზე ავიდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აღიარებული ქალებიც. ქალი დროშით 9 აპრილის აქციიდან და ქალი ევროკავშირის დროშით 2023 წლის 8 მარტის აქციიდან.