ჩვენი უალტერნატივო მომავალი ევროპაა.. აბა, ჩექმა და ნიჩბები გვინდა? - პრეზიდენტი

09.04.23 13:13
ჩვენი უალტერნატივო მომავალი ევროპაა.. აბა,  ჩექმა  და ნიჩბები გვინდა? - პრეზიდენტი

ვწუხავარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრში ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

 "არ გვინდა რუსული ჩექმა და არ გვინდა რუსული ნიჩაბი" - თქვა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რასაც ქალი პოლიტიკოსების მხრიდან ტაში მოჰყვა. 

ვწუხავარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა. აბა, სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს თუ არა ნელ-ნელა აქედან ფეხით რჩევენდ ა წასვლით ირჩევენ ევროპას და მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთამენტში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძლვილის დაძლევა, თორემ რაღაა ვნების კვირა და აღდგომა, - განაცხადა ზურაბიშვილმა.