პრემიერმა 9 აპრილის მემორიალი უსიტყვოდ დატოვა - დუმან "ოცნების" სხვა ლიდერებიც

09.04.23 13:39
პრემიერმა 9 აპრილის მემორიალი უსიტყვოდ დატოვა - დუმან  "ოცნების" სხვა ლიდერებიც

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს საქართველოს მთავრობა დუმს. ირაკლი ღარიბაშვილმა  9 აპრილის მემორიალი ისე დატოვა, რომ რუსულ აგრესიაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. პრემიერის მსგავსად, დუმილს ირჩევენ "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებიც.

დილიდან რუსთაველის გამზირზე ხალხის ნაკადი არ წყდება. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული  გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ მოქალაქეეებს პარლამენტთან სიმბოლურად წითელი ტიტები მიაქვთ.