ველოდები ნიკა გვარამიასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებს გამოყენებას - დეკანოიძე

09.04.23 13:34
ველოდები ნიკა გვარამიასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებს გამოყენებას - დეკანოიძე

ველოდები ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილის დაორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან ეს  მედიათავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ასევე ევრომისიის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია. 

ჩვენ ყველა ვერთიანდებით ევროპის იდეის გარშემო. რაც შეეხება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმას, მე  მგონია, რომ ეს გადაჭარბებული შეფასება იყო. მე პირადად ველოდები ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიათავისუფლების მიმართულებით რეკომენდაციებიდან ერთ-ეღტი შესრულების მნიშვნელობაა მისი პასუხისმგებლობაც. ამ მიმართულებით ველოდებით მის გადამწყვეტ ნაბიჯს, - ამბობს დეკანოიძე.