აქციის სამზადისი ენმ-მ დაგვიანებით დაიწყო - პოლიციამ მათ სცენის მონტაჟის საშუალება არ მისცა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმილი აქციისთვის ტექნიკური სამზადისი 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. სცენა, რომელიც პარლამენტის წინ დილის 10 საათზე უნდა დაემონტაჟებინათ, სამართალდამცავებმა მხოლოდ ახლა მოატანინეს. მიზეზად პოლიცია 9 აპრილის თარიღს ასახელებს. როგორც იკრვევა, გომელაურის უწყებას არ სურდა, რომ მთავრობის წევრებს დისკომფორტი შექნოდათ.
ენმ- ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მიტინგზე პრობლემების შექმნას მიზანმიმართულად ცდილობს.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 9 აპრილის მიტინგზე შექმნან პრობლემები, იმიტომ, რომ იციან, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება დღეს პარლამენტის წინ 17:00 საათზე. დილის 10 საათიდან უნდა დაწყებულიყო სცენის აწყობა, თუმცა პირველზე დაიწყო და ამ დრომდე არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავიწყოთ საორგანიზაციო საკითხები მოგვარება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ აუცილებალდ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი, რომ საქართელო გახდეს ევროკავშირის წევრი, შესრულდეს 12 პუნქტიანი დავალება, რომ პოლიტპატიმრები: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაზარე იყვნენ თავისუფალი. იქნება ძალიან ბევრი პარტია, იქნება ძალიან ბევრი სამოქალაქო პირი, იქნებიან ჩვენი საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობები, მომღერლები, პოეტები, - თქვა ირაკლი ნადირაძემ.