შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო - თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხი რეგიონებიდან მოდის

09.04.23 15:14
შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო - თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხი რეგიონებიდან მოდის

შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო - ეს იმ რეგიონების არასრული ჩამონათვალია, საიდან თბილისის მიმართულებით ავტოკოლონები უკვე დაიძრნენ. მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან.  პარლამენტის წინ შეკრებილები დღეს "ქართულ ოცნებას" მოსთხოვენ, შე-ასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

მინდა  ვთქვა, რომ მაშნ მეც სტუდენტი ვიყავი და ვიყავი მონაწილე 9 აპრილის. ბრძოლა იყო ქვეყნისთავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მაშინ საბჭოთა რეპრესიული ძალა გასუწორდა ქართულ მოსახლეობას, ქართულ სტუდენტობას და ახალგაზრდებს და დღესაც, ფაქტობრივად, ჩვენ გვიწევს იგივე ბრძოლის გაგრძელდება, ოღონდ დღეს საქართელოს ხელისუფლების სახით ასევე რუსული სახელმწიფო მანქანა ებრძვის ჩვენს ერს. ამიტომ, ჩვენი მესიჯია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული მომავალი, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ნიკა გვარამიას!, - ამბობს მოქალაქე. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ მოქალაქეები და პოლიტიკოსები უკვე იკრიბებიან. დღეს მიკროფონი ყველასთვის თავისუფალი იქნება. სიტყვით გამოსვლას რიგითი მოქალაქეებიც შეძლებენ.