მგონია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს - ხოშტარია
ელენე ხოშტარია იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ "დროა" ლიდერმა ოპერის თეატრში პრეზიდენტის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
9 აპრილი არის დღე, რომელიც ჩვენ დღეს ყევლაზე მეტად გვაკისრებს ვალდებულებას, რომ გვქონდეს პასუხისმგებლობა და მე მგონია, რომ პრეზიდენტი ამ პასუხისმგებლობას აიღებს, გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც რეალურად, საქართველოს დააყენებს ევროპულ გზაზე, - თქვა ხოშტარიამ.