უქმნის თუ არა ხელისუფლებას უხერხულობას მოსამართლეების დასანქცირება - "ოცნება" კითხვას გაურბის

09.04.23 15:31
უქმნის თუ არა ხელისუფლებას უხერხულობას მოსამართლეების დასანქცირება - "ოცნება" კითხვას გაურბის

ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ ქვეყნის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დუმს. კითხვას, უქმნის თუ არა ეს ფაქტი უხერხულობას "ოცნების" ხელისუფლებას,  არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს. 

"პირველებმა" დღეს კითხვაზე პასუხის მიღება თეა წულუკიანისგან სცადა, თუმცა უშედეგოდ. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები შეკითხვას გაურბიან. 

შეგახსენებთ, რომ აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციული ბრალდებით 4 ქართველ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს ამერიკაში შესვლა აუკრძალა.