აქციები იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია - ანა წითლიძე

09.04.23 17:14
აქციები იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია - ანა წითლიძე

ენმ-ს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში აქციები იქამდე გაიმართება, ვიდრე საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს ახლა რუსული ოცნება წარმოადგენს და მისი შეცვლის ერთადერთი გზა ახლა მხოლოდ პერმანენტული აქციები და ქუცაში ბევრი ხალხის გასვლაა. 

ცხადია, რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის საფრთხეში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს ნამდვილად არის საფრთხეში, რადგან „რუსული ოცნება“ გვყავს ხელისუფლებაში, მანამდე ეს აქციები იქნება, მანამდე იქნება ბრძოლა და ჩვენ ყველა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების, მიუხედავდა განსხვავებისა, ყველაფერს ვიზამთ იმისთის, რომ აქმ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს უზურნველყოფილი იყოს, - ამბობს ანა წითლიძე. 

ამ წუთებში ყურადღების ცენტრში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაორგანიზებული აქცია იწყება. ევროპული მომავლის დასაცავად პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, სამოქალაქო სექტორი და სტუდენტები ერთიანდებიან.  საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რეგიონებიდანაც.

ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ეტყვიან, რომ ამ ქვეყნის მომავალი არაა რუსეთში, არამედ ევროპაშია.