"არ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთიზაციას" - პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

09.04.23 17:27
"არ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთიზაციას" - პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას სტყდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდები   საკანონდებლო ორგანოსთან მსვლელობით მივლენ. მათ შორის არიან "ნაციონლური მოძრაობის" ახალგაზრდული ორრგანიზაციის წევრებიც. 

ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანიას თქმით, ახალგზრდები ქვეყნის რუსეთიზაციას არ დაუშვებენ და ყოველთვის ბრძოლის ავანგარდში იქნებიან. 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლისთავზე არ მოხდება საქართველოს რუსეთიზაცია. გვინდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“. ქართული ახალგაზრდობა იქნება ყოველთვის ბრძოლის ავანგარდში როგორც წარსულში, ასევე მომავალში. ახალგაზრდობა არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა გახდეს რუსეთი, ეს ქვეყანა გახდეს ისევ საბჭოთა კავშირის წევრი და არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანას მოუკლან ევროპული მომავალი, არ ადუშვებს, რომ ციხეში ჰყავდეთ მათი თანამებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი, არ დაუშვებს, რომ კიდევ ერთხელ მოკლან საქართველოს პრეზიდენტი  და კიდევ ერთხელ მოუკლას პრეზიდენტი რუსეთმა, რომელიც გასამართლებულია პირდაპირ რუსული სასამართლოს მიერ. არ დავუშვებთ, რომ თავზე ლაფი დაგვასხან რუსული მართლმსაჯულებით და  ნიკა გვარამია, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური, კრიტიკული მედისს დამფუძნებელი, იყოს რუსულ სატუსაღოში, - ამბობს ნარმანია.