დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ "ოცნება" დუმს - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
საქართველოს პრემიერი სანქცირებული მოსამართლეების დაცვას საჯაროდ ვერ ბედავს.
ირაკლი ღარიბაშვილი მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე კითხვებს გაურბის. დუმს თეა წულუკიანი, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს მართლმსაჯულების რეფორმა დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ფასადურად.
პარალელურად, შეტევაზეა გადასული ირაკლი კობახიძე. "ოცნების" თავმჯდომარე ამერიკას მტკიცებულებებს სთხოვს. არ ნებდება არც კლანი. დაანონსებულია დიპლომატების მხილება. მთავარი სამიზნე კელი დეგნანია. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ეს რუსული პროპაგანდაა.
ოპოზიციამ დღეს "ოცნებას" შესთავაზა პარლამეტში შექმნას საგამოძიებო კომისია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დასადგენია რა კავშირები აქვთ სასამართლო კლანის ბოსებს და "ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.