"გთავაზობთ დისკუსიას და ერთობას" - ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას 4 მოთხოვნა წაუყენა
რუსთაველზე გამართულ აქციაზე ენმ-ს თავმდჯომარემ ის 4 პირობა დაასახელა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნების გარშემო ხელისუფლებას დისკუსია და ერთობა შესთავაზა.
ოპოზიციურმა ლიდერმა თანამშრომლობა შესთავაზა ოპოზიციასაც.
ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირეული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა. დეპოლარიზაცია, რომელიც, ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი. ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო, ჩვენ ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი, გადადეთ თქვენი პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე, მთავარია, რას იტყვის მისი აღმატებულება ქართელი ხალხი, - განაცხადა ხაბეიშვილმა.