ლევან ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს - ირაკლი კუპრაძე

10.04.23 11:25
ლევან ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები "თვითმარქვია ოპოზიციასთან" დაკავშირებით მათ გუნდს არ ეხება. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, "ლელო" მკაფიო და ძალიან ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც "ქართული ოცნება" დევნის.

ამასთან, კუპრაძეენმ-ს თავმჯდომარეს ურჩევს, იმ ფონზე, როდესაც ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული პროცესები არც ისე წარმატებით მიდის, ოპოზიციაში განტევების ვაცის ძებნას თავი დაანებოს.

ბატონ ხაბეიშვილს, მარტივად, ურჩევნია, რომ საკუთარ მომხრეებს, მხარდამჭერებს აუხსნას, იყო თუ არა წარმატებული საერთოდ ეს აქცია, რა მიზანს ემსახურებოდა და ამ მიზნის რაიმე პროცენტული მაჩვენებელი შესრულდა თუ არა? ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ეძებოს თვითმარქვია ოპოზიციონერები, რომელიც ისედაც ვიცით, ვინც არიან. ჩვენ საკუთარ თავზე არ გვიგულისხმია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი მკაფიო, მძაფრი, ოპოზიციუირ პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლის ლიდერებსაც დევნიან. თითმ,არქვია ოპოზიციაში ვგულისხმობ იმ საპარლამენტო პარტიებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან და ეხმარებიან უამრავი საკნაონმდებლო ინიციატივიოს გატანაში. ამის მიღმა ოპოზიციურ პარტიებში რაღაც ახალი განტევების ვაცის ძებნა მაშინ, როცა მათ მიერ დაანონსებული პროცესები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მგონია, რომ უბრალოდ, ყურადღების გადატანაა სხვა მიმართულებით, - თქვა კუპრაძე. 

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციაში წმენდის დაწყებას ითხოვს.  „ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია“-   ამ სიტყვებით მიმართა თბილისში შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.