მსგავსი განცხადებები კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს - დეკანოიძე ხაბეიშვილს პასუხობს
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, კონსოლიდაციას ხელს არ შეუწყობს. პოლიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაორგანიზებული გუშინდელი აქცია მაინც და მაინც წარმატებული არ იყო.
სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას. თუ არ მიდიხარ კონკრეტული პარტიის აქციაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად, ასეთი შეფასებები გაკეთდეს. მე არ ვყოფილვარ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებთ უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი სამი კვირით ადრე მომზადების პირობებში, - თქვა დეკანოიძემ.
ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციაში წმენდის დაწყებას ითხოვს. „ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია“- ამ სიტყვებით მიმართა თბილისში შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.