ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში მივიდა - პრემიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება

10.04.23 12:20
ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში მივიდა - პრემიერი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მივიდა - პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთია მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაურს შენობაში შესვლამდე განცხადება არ გაუკეთებია. 

ცნობილია, რომ ღარიბაშვილი მედიის კითხვებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

ცნობისთვის, აშშ-ის მხრიდან 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილისთვის "ზეწოლს შესახებ" ინფორმაციას მიაწვდიან.