როგორ დააგროვეს დიდი ქონება კლანის ბოსებმა - ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას სთხოვს
ოპოზიცია პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. საერთო წერილი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს უკვე გაუგზავნეს. საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, რომელიც ამერიკის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს მოუსმენს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გასარკვევია, როგორ დააგროვეს დიდი ქონება კლანის ბოსებმა და როგორ იმართება გავლენიანი ჯგუფის მიერ სისტემა საქართველოში.
გვინდა, რომ ოფიციალურად, ხელმოწერებით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს დღეს. დღეს მას გაეგზავნება წერილი იმისთვის, რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხით: კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი და მისი შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. დღეს, როდესაც თქვენს წინაშე ჩვენ აქ ვდგავართ და რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა, რაც არის სასამართლო სისტემაში, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქცირების შემდეგ აგრძელებენ კიდეც, - განაცხადა ოპოზიციამ საერთო ბრიფინგზე.
რა პასუხი ექნება სალომე ზურაბიშილს ოპოზიციის მოთხოვნაზე და როგორი რეაგირება მოჰყვება ამას "ქართული ოცნების" მხრიდან, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.