შეთანხმებული პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ - ხუნდაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ სასამართლო კლანის ბოსების საქმეების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა უაზრობაა. ივანიშვილის დაჯგუფების წევრის ამტკიცებს, რომ აშშ-ს სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
ხუნდაძე ირწმუნება, რომ აშშ საქართველოს სუვერენეტიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს.
საგამოძიებო კომისიის შექმნა არის აბსოლუტურად უაზრო იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი ბრალდება და მისი დასაბუთება არ მოგვისმენია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეთანხმებული პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მე ვფიქრობ, რომ გონიერება უნდა ეყოს ყველას და უპირატესი უნდა იყოს არჩევანი ყველას მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან, საკუთარი ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ქვეყნის სუვერენეტიტეტის გამყარება და არა გარე დაკვეთების შესრულება, - დიმიტრი ხუნდაძე.