პროდასავლურ ოპოზიციაში თვითმარქვიები არ არსებობენ - ირაკლი ნადირაძე
ენმ-ს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებაზე ხაბეიშილი გუნდს განმარტებების გაკეტება უწევს. ირკალი ნადირაძ ამტკიცებს, რომ მათი ლიდერი პროდასავლურ ოპოზიციას არ გულისხმობდა, როცა პოლიტიკოსები თვითმარქვიებად გამოაცხადა.
დარწმუნებული ვარ, პროდასავლურ ოპოზიციაში ასეთი პარტიები არ არსებობენ, მაგრამ არიან თვითმარქვია ოპოზიციონერები, რომლებიც იძახიან, რომ ოპოზიციონერები არიან, მაგრამ ასრულებენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. ყველა ის ოპოზიციური პარტია, ვინც არ უერთდება ლაზარეს გათავისუფლების მოპთხოვნას, მიშას და ნიკა გვარამიას გათვაისუფლების მოთხოვნას, იმ დასანქცირებული მოსამართლეების სასამართლოდან ჩამოშორებას, რომლებიც ასამართლებდნენ და ასამართლებენ ა ადამიანებს და წლების განმავლობაში მათ შორის, ტელევიზიის დამფუძნებლებს, ასევე, რომლებიც არ უერთდებიან 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ვინც ამ მოთხოვნებს არ იზიარებს, ყველა ის ოპოზიცია არის თითმარქვია ოპოზიცია, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ აქციაზე თქვა, რომ ოპოზიცია წმენდას საჭროებს, რადგან მასში თითმარქვია ოპოზიცონერებიც არიან.