ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით არცერთი საქმე არ გაკეთებულა - დოლიძე ხაბეიშვილზე

10.04.23 13:54
ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით არცერთი საქმე არ გაკეთებულა - დოლიძე ხაბეიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილს არასწორი რიტორიკის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარეს უკეთესი საუბარი უნდა შეეძლოს. ოპოზიციის წევრის თქმით, არასწორია აქტივობა აქტივობისთვის, რადგან მხოლოდ" ლოზუნგებით და სადღეგრძეოებით" საქმე არ კეთდება. 

მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა ადამიანი შეიძლება სხვადა სხვა პლატფორმაზე იდგეს, სხვა და სხვა შეხედუელბა ჰქონდეს, მაგრამ უნარი უნდა გაგაჩნდეს საჭირო დროს ყველა ეს ადამიანი შემოიკრიბო. უკეთესი რიტორიკის შერჩევა შეუძლია, მნიშნელოვანია ზოგადად პარტიის თავმჯდომარე როდესაც ხარ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესები მარტო ლევანზე არ არის დამოკიდებული, ეს არის რეზულტატი იმ პოლიტიკის, რომელიც რამდენიმე ადამიანმა დაგეგმა. შესაბამისად, ეს საერთო საქმეს, რა თქმა უნდა, აზიანებს, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც აქტივობა აქტივობისთვის იგეგმება და ამას არათუ არაფერი, ვერ მოყვება ფიზიკურად, იმიტომ, რომ ლოზინგებით არაფერი შეცვლილა და სადღეგრძელოებით არცერთი საქმე არ გაკეთებულა. არ მქონდა მოლოდინი, რომ რაიმე ახალს მოვისმენდი ან გავიგებდი. კარი უნდა გაიღოს, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა, - ამბობს ბაჩო დოლიძე.
 

ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ აქციაზე თქვა, რომ ოპოზიცია წმენდას საჭროებს, რადგან მასში თითმარქვია ოპოზიცონერებიც არიან.