ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია , ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ - პრემიერი

10.04.23 13:53
ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია , ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სანქცირებულ მოსამართლლეებს მხარდაჭერას უცხადებს - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში "სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა". 

მე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინო ქადაგიძესთან, ასევე, მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენი მმართველობის დროს, სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია. მოსამართლეებზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე"- თქვა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს ყოველგვარი ჩარევებისგან და  ზეწოლისგან დაიცავს.