დროა, გავასწოროთ კომპასები, ჩვენი სამიზნე არა ერთმანეთი, არამედ "ოცნება" უნდა იყოს - სოფო ჯაფარიძე

10.04.23 14:05
დროა, გავასწოროთ კომპასები, ჩვენი სამიზნე არა ერთმანეთი, არამედ "ოცნება" უნდა იყოს - სოფო ჯაფარიძე

"დროა, გავასწოროთ კომპასები, ჩვენი ერთადერთი სამიზნე "ქართული ოცნება" უნდა იყოს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  სოფო ჯაფარიძე აცხადებს. ოპოზიციის წევრი თანაპარტიელებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მხოლოდ ლოკალური აქციებით შედეგი არ დადგება. ჯაფარიძის თქმით, საჭიროა მეტი მუშაობა და ფართო მასშტაბებზე გასვლა. 

არის დრო, რომ გავასწოროთ კომპასები და დავინახოთ, რომ ჩვენი ერთადერთი მიმართულება და სამიზნე უნდა იყოს „ქართული ოცნება“ და არა ერთმანეთი, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ყველა ასეთი განცხადებით კიდევ და კიდევ უფრო მეტად იხლიჩება ოპოზიცია, კიდევ უფრო მეტად შორდება აი, ამ კონსოლიდაციის მოთხოვნას და სამწუხაროა, რომ ამას ერთეული ოპოზიციის წარმომდგენლები ვერ ხვდებიან. ვერ ვხედავთ იმას, რომ რაიმე შედეგს იღებს ეს საპროტესტო აქციები, ლოკალური საპროტესტო აქციები, ამიტომ უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ მასშტაბები გავზარდოთ, ვიყოთ უფრო მეტი და ამ ყველაფერს შევძლებთ მაშინ, როცა ვიქნებით ერთიანები, - თქვა სოფო ჯაფარიძემ