"სამსახურის დაკარგვის საშიშროება არ არსებობს" - მინისტრი აზარაშვილი ამბოხებული ექიმების ნაწილს შეხვდა
რესპუბლიკური საავადმყოფო გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება. ჯანდაცვის მინისტრი ყველაზე დიდი კლინიკის ნგრევას სამხარაულის დასკვნით ამართლებს. დასკვნის თანახმად, შენობა სეისმურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
ამის მიუხედავად, ზურაბ აზარაშვილი მედიკოსებს ისევ არწმუნებს, რომ ისინი სამსახურის, შემოსავლის და ყურადღების გარეშე არ დარჩებიან.
პრობლემა და პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია, რომ ჩვენ გაუმჭირვალედ გვეკეთებინა ჩუმად და მერე უკვე ბოლო ეტაპზე, წინა დღეს გაეგოთ, რომ ამას ვაპირებთ. ახლა, დღესაც, მაგალითად, ყველანაირი ინფორმაცია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია რაც არის, იგივე ის სამხარაულის დასკვნა, მათაც აქვთ და კიდევ ერთხელ გადავხედეთ ამ დასკვნას, სხვადა სხვა შეფასებები, რა პროცესშიც დღეს ვართ, ეს მინდა, რომ თავიდანვე იცოდნენ და არანაირი საშიშროება და მოლოდინი სამსახურის დაკარგვის ან ხელფასის გარეშე დარჩენის ან იმის, რომ კლინიკა თავისით, ბუნერივად დაიშალოს და ჩვენ ყურადღება რა მივაქციოთ ან პაციენტებს ვერ მოემსახურნონ - არ არსებობს, - თქვა აზარაშვილმა.
ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ მინისტრი უკვე პირისპირ ამბოხებულ ექიმებს შეხვდა. კონსულტაცია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრიდან გამოსული მედიკოსები პროტესტის შენელებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ ერთიანი პოზიციაა დასადგენი.